საზოგადოება
12.07.2020 10:02
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი შიდა ქართლია
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა გორშიც. სეისმური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელის რაიონშია და მისმა სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრას ზიანი არ გამოუწვევია.
კვირის ამბები