11.07.2020 17:01
33 წლის მამაკაცი, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, დაჭრილია
ზაზა გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს, დაჭრილია. აღნიშნული ინფორმაცია დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, მამაკაცს ,,მესაზღვრეებმა" გაფრთხილების მიზნით ესროლეს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო. რომელიც საოკუპაციო კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული 33 წლის მამაკაცი ახალგორშია გადაყვანილი, ამის შესახებ დაკავებულის თხოვნით ოჯახს ახალგორიდან ცოტა ხნის წინ აცნობეს.
ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არსებული ცხელი ხაზი.