კონფლიქტები
11.07.2020 16:34
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 33 წლის მამაკაცი დააკავეს
კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული 33 წლის მამაკაცი ახალგორის მილიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, ამის შესახებ დაკავებულის თხოვნით ოჯახს ახალგორიდან ცოტა ხნის წინ აცნობეს.
ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არსებული ცხელი ხაზი.
კვირის ამბები