დღეს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩში, გორის ,,დილა“ თბილისის ,,მერანს“ უმასპინძლებს.
,,დილა“ მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და სავარაუდოდ არც ამჯერად უნდა წააგოს. მეტიც, რადგან ,,მერანი“ აუტსაიდერთა შორისაა და თანაც, თამაში გორშია – ,,დილა“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
,,მერანს“ განვლილ 4 ტურში 3–ჯერ აქვს შეხვედრა ფრედ დასრულებული და მხოლოდ 1 შეხვედრაში იწვნია მარცხი. დღეისათვის, სატურნირო ცხრილში თბილისელები მეცხრე ადგილზე არიან.
სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ხვდება ამ დაპირისპირებას გორის ,,დილა“, რომელიც 2 მოგებულ და ამდენივე ფრედ დასრულებულ პაექრობაში მოპოვებული 8 ქულით იწონებს თავს.
თამაში 21 საათზე დაიწყება. სტადიონზე მაყურებელი ჯერჯერობით ისევ არ დაიშვება. გულშემატკივრები კი სატელევიზიო რეპორტაჟის ყურებას ,,სილქ უნივერსალსა“ და ეროვნული ლიგის ვებ–გვერდზე შეძლებენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება