საზოგადოება
09.07.2020 17:01
სოფელ ნადარბაზევში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში გზების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს და  ჯამში 2 532 მეტრს შეადგენს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროცესს დეტალურად გაეცნო.

როგორც GMnews-ს გორის მერიაში განუცხადეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის რეაბილიტაცია ათეული წლებია არ ჩატარებია. შესაბამისად, საავტომობილო გზის დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე, ქვეითებს.

ცნობისთვის, პროექტის ღირებულება 784 221 ლარს შეადგენს და სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები