სპორტი
09.07.2020 15:39
გორის ,,დილას" ერთ–ერთი ლიდერი ავსტრიულ გუნდში გადავიდა

გორის ,,დილა“ ერთ–ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, გურამ გიორბელიძემ დატოვა და ავსტრიას მიაშურა.

24 წლის გიორბელიძე მცველი გახლავთ და ,,დილაში“ საკმაოდ კარგად ასპარეზობდა. წლევანდელი სეზონის ყველა შეხვედრაში ის გუნდის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ამიტომაცაა, რომ გურამი ავსტრიელთა თვალსაწიერში მოხვდა და იქაური უმაღლესი საფეხბურთო ლიგის (ბუნდესლიგა) გუნდში გადავიდა.

,,ვოლფსბერგერი“, სადაც გიორბელიძე კარიერას გააგრძელებს, ბოლო სეზონში მესამე ადგილზე გავიდა. ქართველმა მცველმა ახალ გუნდთან 2+1 წლიანი სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ ,,დილა“ მიმდინარე სეზონის ოთხ ტურში არცერთხელ დამარცხებულა, 2 მოგება აქვს და 2 ფრე, რითაც სატურნირო ცხრილის პირველ–მეორე ადგილებს იყოფს თბილისის ,,დინამოსთან“ ერთად.

კვირის ამბები