გორში, ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, გადათხრილი ზონების მოასფალტება მიმდინარეობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება რომელიც ქალაქში არსებულ მწვანე სივრცეების გასარწყავიანებას უზრუნველყოფს, 477 627 ლარია. სარწყავი სისტემა მოემსახურება ახალბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერებსა და სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს. ამავე გაყვანილობის საშუალებით წყლით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც (სტალინის ბაღი, თეატრის სკვერი, ახალბაღი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შიოს წყაროსთან).
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის მოწყობასა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება