საზოგადოება
09.07.2020 12:31
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე ხანგრძლივდება
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდება, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა კიდევ გაგრძელდება.

„მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტომდე მისი გახანგრძლივებისა. ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო საჭირო დოკუმენტების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. ეპიდემიასთან ბრძლის გარდა, დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა, ან საერთოდ დაკარგა შემოსავალი,“ - აღნიშნა პრემიერმა.
კვირის ამბები