სამართალი
08.07.2020 17:11
საავტომობილო მაგისტრალზე მანქანა დაიწვა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, მერსედესის მარკის ავტომანქანას, რომელიც ევაკუატორს გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ავტომობილის ხანძრისას ცეცხლი გავრცელდა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ ბუჩქნარსა და ბალახზე. ხანძრის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს.

ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კვირის ამბები