ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 362 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„ უნდა აღინიშნოს რომ რეგისტრაციის პროცესმა დღესაც საკმაოდ ორგანიზებულად ჩაიარა. 374 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 12 არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტებთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა. დღევანდელი გამოცდა 13: 00 საათზე დასრულდება. ხვალისთვის კი, აპლიკანტთა კიდევ ახალ ნაკადს ველოდებით, რომლებიც ასევე, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ გამოცდას. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 11 ივლისს დასრულდება“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
შეგახსენებთ, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, სამაგისტრო გამოცდები კი 1- 4 აგვისტოს გაიმართება. რაც შეეხევა მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდებს, 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა კი ასე გამოიყურება: 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600 - ზე მეტი სტუდენტი 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი.