საქართველოში 14 ოქტომბერს მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული) აღინიშნება.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილია. ასევე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავია.
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ერთ-ერთია ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მცხეთაში, სვეტიცხოველში, დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. ეს საკათედრო ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის - მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმიდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც აღინიშნება.
14 ოქტობერი 1991 წლიდან ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.