საზოგადოება
08.07.2020 10:50
გორში, დუშეთის ქუჩის 187 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, დუშეთის ქუჩის 187 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

შესაბამისი სამუშაოებისთვის 99 997 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი დაიგება როგორც გზის სავალ ნაწილზე, ასევე, ტროტუარებზე და ეზოებში შესასვლელებზე. ამასთან, დაგეგმილია სანიაღვრე სისტემის მოწყობაც.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და დაზიანებული გზის საფარი მძღოლებსა და ქვეითებს გადაადგილებისას პრობლემებს აღარ შეუქმნის.

GMnews-ის ინფორმაციით, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე წლებია არ ჩატარებულა.

კვირის ამბები