გორის მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სტუმრობს. დიპლომატმა, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, შიდა ქართლის გუბერნატორთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის, ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა და სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებას აღსაზრდელებისთვის საჩუქრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს დახმარებით გასულ წელს განხორციელდა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ზრდა“-ს და ეუთოს როგორც საპროექტო, ასევე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსებითვის. ამ სამუშაეობის ფარგლებში, საბავშვო ბაღის შენობის ნაწილს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. ეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ქვეშის გარდა, ემსახურება მეზობელ სოფელ არცევში მცხოვრებ პატარებსაც“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის ელჩთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში ადგილობრივი ხელისუფლებისა და USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.