რეგიონი
07.07.2020 09:58
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში კაპიტალური საგზაო ინფრასტრუქტურა პირველად კეთდება


შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად დაათვალიერა.

,,მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩორჩანაში. გზის პრობლემა, რაც მოსახლეობას  წლების განმავლობაში აწუხებდა, ფაქტობრივად, უკვე მოგვარებულია და მალე აქ მცხოვრები მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს. ჯამში, დაგეგმილია 4,5 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია, როგორც სოფლამდე მისასვლელ გზაზე, ასევე შიდა გზებზეც მოეწყობა ასფალტის და ბეტონის საფარი. ამჟამად სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პროქტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ადგილობრივები გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას”, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები