რჩევები
06.07.2020 16:56
გამოვიყენოთ თუ არა ასპირინი პროდუქტის კონსერვირებისას

ზაფხული მხოლოდ დასვენების და გართობის სეზონი არ არის, წელიწადის ამ დროს, ყველა დიასახლისი იწყებს მზადებას ზამთრისთვის.

ბევრ ოჯახში, საწებლების თუ კომპოტების მომზადებისას, თაობიდან თაობას გადაეცემა ასპირინიანი კონსერვირების მეთოდი. რას წარმოადგენს სინამდვილეში ასპირინი, იგივე  აცეტილსალიცილის მჟავა და რისი გამოწვევა შეუძლია მას ორგანიზმში. GMnews-ი გირჩევთ გამოვიყენოთ თუ არა ასპირინი პროდუქტის კონსერვირებისას და რამდენად უსაფრთხოა მისი მიღება ორგანიზმისთვის.

ცნოპბილია, რომ ასპირინის მოქმედებით ბაქტერიები იღუპება. შესაბამისად, კონსერვირებული პროდუქტი დიდხანს არ ფუჭდება. სწორედ ამიტომ კონსერვირების ეს მეთოდი ას წელზე მეტია პოპულარული რჩება. ასპირინი კონსერვში წარმოქმნის ნაერთებს, რომელიც კლავს მიკრობებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატს სისხლის გამათხელებელი მოქმედება და ალერგიულობა ახასიათებს, ადამიანის ორგანიზმისათვის მომწამვლელია და  გარკვეულ შემთხევებში შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნით, სალიცილის მჟავასა და მისი წარმოებულების საკვებ პროდუქტებში დამატება აკრძალულია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ასპირინი წამალია, რომელსაც გვერდითი მოვლენები გააჩნია.
გარდა ამისა, ასპირინის საკვებ დანამატად გამოყენება იწვევს ორგანიზმის მგრძნობელობის აწევას სალიცილის მჟავის შემცველი პრეპარატების მიმართ. იგი არ შეიძლება ალერგიული ადამიანებისთვის. ამდენად, შეეცადეთ პროდუქტების კონსერვირება ასპირინის გარეშე მოახერხოთ.
ხშირად აღნიშნავენ, რომ  ბებიებისა და მშობლების თაობა ძალიან ხშირად იყენებდა ასპირინს კონსერვებში, თუმცა, ამით არაფერი შავდებოდა, მაგრამ, დღესდღეობით, ალერგიის რისკები გაზრდილია და შესაბამისად, მეტი სიფრთხილე გვმართებს. ამიტომ გირჩევთ, თუ საბოლოოდ არ აკრძალვთ, შეზღუდეთ ამ მედიკამენტის მოხმარება და თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ გაქვთ, სტერილიზაციის მეთოდი გამოიყენეთ.

 

კვირის ამბები