სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში მცხოვრებმა ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. ფერმერმა ბლის ბაღის 8 ჰექტარზე გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან 72 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო. აქედან 49 000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 23 000 - ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. ბაღის გაშენებიდან ხუთი წლის შემდეგ კი, პირველი მოსავლის სახით 30 ტონა ბალს ელოდება. ბაღში 32 ადგილობრივია დასაქმებული.
სოფელ ფხვენისში ანტონ ჯამელაშვილის ბლის მოსავალი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა დაათვალიერა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით, პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება მიმდინარეობს.
„ერთიან აგროპროექტი“ გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნაში, ეტაპობრივად, პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია“, - განახადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით გაშენებული ბაღები 10 000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს. შიდა-ქართლის რეგიონში კი, სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2 400 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა.