საქართველოში, დღეიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.
ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი დილის 8 საათზე ამოქმედდა.
გამოცდაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო გორის საგამოცდო ცენტრშიც.
პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს.
ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრია.
ბუნებრივი განიავების - ღია ფანჯრების პირობებში, ნებადართულია კონდიციონერების ჩართვაც (როდესაც კონდიციონერი ჩართულია, სავალდებულოა პირბადის გაკეთება).
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, სამაგისტრო გამოცდები კი 1- 4 აგვისტოს გაიმართება. რაც შეეხევა მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდებს, 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.