სპორტი
05.07.2020 11:18
,,დილამ" ,,ჩიხურას" მოუგო და ლიდერთა შორის გადავიდა
გორის ,,დილა“ საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის ერთ–ერთი ლიდერი გახდა. გორელები თბილისის ,,დინამოსთან“ ერთად 8–8 ქულით სატურნირო ცხრილში I- II ადგილებს იყოფენ.
ამ პოზიციამდე გუნდი დღეს საჩხერის ,,ჩიხურასთან“ მატჩში მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ დაწინაურდა.
შეხვედრის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყდა, როდესაც ,,დილამ“ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა საჩხერელებს. ორივე გოლი გუნდის უკრაინელი ლეგიონერის მიკოლა კოვტალიუკის ანგარიშზეა.
მან ჯერ 22 წუთზე, ამოს ნონდის პასით დალაშქრა მეტოქის კარი, შემდეგ კი 38–ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილის გადაცემა აქცია გოლად.
,,დილას“ არც მეორე ტაიმში დაუყენებია ეჭვქვეშ თავისი გამარჯვება და ორბურთიანი უპირატესობა თამაშის მიწურულამდე შეინარჩუნა.
მომდევნო მატჩს ,,დილა“ ერთი კვირის შემდეგ, 11 მაისს შინ გამართავს და თბილისის ,,მერანს“ დაუპირისპირდება.
კვირის ამბები