სასმელი წყლის განახლებული სისტემის მოწყობა იგეგმება სოფელ ხიდისთავში. შესაბამისი პროექტი უკვე მზადაა და სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერიც გამოაცხადა.
„სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 888 150 ლარია. ტენდერების ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წინადადებების მიღება 16 ივლისს დაიწყება. პროექტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება სოფელ ხიდისთავში რკინა-ბეტონის ახალი წყალმიმღებისა და შიდაგამანაწილებელი ქსელის მოწყობა ინდივიდუალური მრიცხველებით“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოფელი ხიდისთავი ამჟამად სასმელი წყლით ატენის ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობიდან მარაგდება. სოფელს, სადაც 1300 ოჯახი და 4000 მოსახლე ცხოვრობს, სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება