საზოგადოება
03.07.2020 14:20
ვერხვების დასახლების ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ვერხვების დასახლების ტერიტორიაზე, თოიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა.

დასრულებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.

„აღნიშნული პროექტის განხირციელების გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გასულ წელს მიიღო. შედგენილი და დამტკიცებული პროექტის მიხედვით მოეწყო თანამედროვე რეკრეაციული სივრცე პატარებისთვის, სადაც განთავსდა დეკორატიული სკამები, ატრაქციონები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა გარეგანათების სისტემები“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამას გორის მერია 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100-100 ათასი ლარი გამოიყო.

კვირის ამბები