საზოგადოება
03.07.2020 13:56
ქართლის ქუჩის 299 მეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გორში, ქართლის ქუჩის 299 მეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პროექტის საწყისი ღირებულება 292 240 ლარია.
ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამ თვეში დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი, ქუჩაზე გადადგილება კონფორტული და უსაფრთხო იქნება.
„მოგეხსენებათ, ქართლის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი ამორტიზებულია და გაჩენილია ორმოულები. შემუშავებული ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად რეაბილიტირდება ტროტუარები, გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები, ასევე, მოეწყობა ბორდიურები და ჰორიზონტალური საგზაო ნიშნები,“ - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები