საზოგადოება
02.07.2020 17:25
რეგიონში მოქმედ ამბულატორიებს სამედიცინო საშუალებები გადაეცათ

გაეროს განვითარების ფონდისა და ფონდ „აფხაზეთის“ ინიციატივით, შიდა ქართლის რეგიონის ამბულატორიებს სამედიცინო საშუალებები გადაეცა. სასაჩუქრე პაკეტები პირბადეების, სამედიცინო ხალათებისა და სანიტაიზერებისგან შედგება.

საჩუქრების გადაცემის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კარალეთში მდებარე ამბულატორიაში დაესწრო. რწმუნებული ჰუმანიტარული პაკეტების გადაცემის შემდეგ სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და მედპერსონალისგან პანდემიის პერიოდში სამუშაო პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

„დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მიმართ. გაეროს ფონდის მიერ გადმოცემული პაკეტები რეგიონის თითოეულ ამბულატორიას გადაეცემა, რათა კიდევ უფრო უკეთ მოხდეს ვირუსის გვრცელების პრევენცია და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა,“ - აღნიშა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რწმუნებულმა კარალეთის ამბულატორიას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სახელით სიცხის საზომი დისტანციური აპარატიც გადასცა.

კვირის ამბები