წედისში, ბნავისსა და ოლოზში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს მალე სასმელი წყლის განახლებული სისტემა მოემსახურება, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობის მოწყობა, ასევე, ინდივიდუალური რეზერვუარების, საქლორატოროს, შიდაგამანაწილებელი ქსელისა და ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი. ამ ეტაპზე, სამივე სოფელს გაუმართავი და მოძველებული სასმელი წყლის სისტემა ემსახურება, რის გამოც ადგილობრივებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აღნიშნული სამუშაოებისთვის, 1 181 550 ლარია გათვალისწინებული.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება