გორში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის მდებარე, 850 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 4 თვეში უნდა დასრულდეს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტი გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად, ითვალისწინებს ბორდიურების მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების ხუფების აწევას სათანადო ნიშნულამდე და ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე დამცავი კედლის მოწყობასაც.
ადგილობრივების თქმით, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა, რომ გადადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოუწერიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.
Gmnews-ის ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 833 000 ლარი გაიხარჯება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება