საზოგადოება
01.07.2020 13:39
დღეიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ, - აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, სისტემაში განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესი. დღეიდან პოლიციელების ხელფასი 125 ლარით გაიზარდა.

უწყების გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება.

გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები