ბოლო 24 საათში ბრაზილიაში Covid 19-ით კიდევ 1 280 ადამიანი გარდაიცვალა, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას კი 33 846 ახალი შემთხვევა დაემატა და ინფიცირებულთა რიცხვმა 1 402 041-ს მიაღწია.
რთული მდგომარეობაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 47 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 1 199 ადამიანი გარდაიცვალა.
აშშ-ის ინფექციურ დაავადებებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ნეგატიურ პროგნოზს აკეთებს და ინფიცირების შემთხვევათა კიდევ უფრო მატებას არ გამორიცხავს.
ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ შესაძლოა, ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა შეერთებულ შტატებში 100 000-ს გადააჭარბოს. ამის მიზეზად ფაუჩი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ამერიკელების დიდი ნაწილი არ იცავს რეკომენდაციებს - სოციალურ დისტანციას, არ ატარებს ნიღბებს, რის გამოც შესაძლოა ვითარება უკონტროლო გახდეს.
ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ მოიმატა გერმანიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი დაიღუპა.
ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც.