საზოგადოება
30.06.2020 15:19
პროფესიული სასწავლებლების მუშაობა ნებადართული 6 ივლისიდან იქნება

6 ივლისიდან გაიხსნება ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარეს და დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ, - აღნიშნულის შესახებ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სექტორის შემოწმება და იმედი გვაქვს, მომდევნო ორშაბათამდე ეს სექტორი სრულად იქნება შემოწმებული და ორშაბათიდან ნებადართული იქნება პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ამასთან, მომავალი ორშაბათიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც.
კვირის ამბები