2020 წლის 1-ლი ივლისიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პენსია დამატებით 30 ლარით ეზრდებათ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარების ყოველთვიური სახელმწიფო შემწეობა 250 ლარი გახდება.
როგორც ცნობილია, გაზრდილი ოდენობის სოციალურ პაკეტს 40 000-ზე მეტი პირი მიიღებს.
პირველი ივლისიდან, ასევე გაზრდილ პენსიას მიიღებენ 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერებიც.
პირველი კატეგორიისთვის ასაკობრივი პენსია 30 ლარით გაიზრდება და 250 ლარი გახდება, ასევე, 30 ლარით გაზრდილ თანხას მიიღებენ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერები, რომლებსაც ყოველთვიურად 270 ლარი ერიცხებოდათ. ცვლილების შემდეგ კი, მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება