საზოგადოება
30.06.2020 10:47
ბრაზილია, აშშ-ის 22 შტატი, ინდოეთი, ჩილე, პერუ, მექსიკა - მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კარანტინი ხელახლა გამოცხადდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 24 052 შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 692 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში გარდაცვლილთა რიცხვმა 60 000-სს მიაღწია.

ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში - ჩილეში, პერუსა და მექსიკაში.

ასევე, რთული მდგომარეობაა ინდოეთში, სადაც ორ შტატში ხელახლა გამოცხადდა მკაცრი კარანტინი. აღნიშნულის გარდა, საკარანტინო პირობები მოქმედებს კიდევ 4 შტატში. ინდოეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 18 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 565 000 გახდა.

რთული მდგომარეობის გამო, აშშ-ის რამდენიმე შტატში ხელახლა დაიკეტა ობიექტების 90%. რთული მდგომარეობაა არიზონაში, კალიფორნიაში, კანზასის შტატში, ტეხასსა და ფლორიდაშიც. მთლიანობაში, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს შეერთებული შტატების 22 შტატში.

 

კვირის ამბები