საზოგადოება
29.06.2020 17:01
გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზედა რუს საირიგაციო სისტემის ძირითადი სამელიორაციო მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ვერსიას ვარიანისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობა უკვე გაეცნო.

GMnevs-ის ინფორმაციით, გეგმის განხორციელების დეტალები დაინტერესებულ პირებს უშუალოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაციის“, მსოფლიო ბანკის პროექტისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და წყალმომხმარებელთა საინიციატივო ჯგუფების-საბჭოების წევრებმა გააცნეს.

„სისტემა სარწყავი წყლით ძირითადად ვარიანისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების სამეურნეო სავარგულებს უზრუნველყოფს. პროექტის ავტორები დოკუმენტის მომზადების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდნენ, როგორც გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან. სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგ 2 300 ჰექტრამდე ფართობს გასარწყავიანების პრობლემა აღარ ექნება, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს“, - აღნიშნა გორის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა.

კვირის ამბები