უამინდობის მიუხედავად, გორის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული კირიონ II-ეს ქუჩიდან დაიწყო და სხვადასხვა ადგილზე კულტურილი, სპორტული თუ შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობს.
,,დღეს არის გორის დღე, ვულოცავ ყველა გორელს ამ დღესასწაულს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს წარმოდგენილია რეგიონში მოქმედი სხვადასხვა საწარმოები, მათი პროდუქცია, ასევე, მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, სხვადასხვა თემებში შემავალი სოფლები წარმოადგენენ მათი მხარისთვის დამახასიათებელ პროდუქციას. უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი მთელი დღის განმავლობაში“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება