საზოგადოება
29.06.2020 16:14
სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ
მოქალაქეები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლეები, არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა, უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე:compensation.moh.gov.ge
„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე. აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ, კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი დარეგისტრირდა. მათგან 104 547 პირმა კი, 300 ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო.
კვირის ამბები