კორონავირუსით ინფიცირებული მე-15 პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გარდაცვლილი 80-წელს გადაცილებული მამაკაცია.
ამირან გამყრელიძის თქმით, იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა და საქართველოში ბოლო პერიოდში დაბრუნდა. ,,პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 785 გახდა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2819 ადამიანი, სტაციონარული მეთვარყურეობის ქვეშაა 230 პაციენტი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება