სპორტი
27.06.2020 21:50
გორის ,,დილა" ეროვნული ლიგის პირველ მატჩში ,,სამტრედიას" მასპინძლობს 
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის თამაშები ორი დღის წინ განახლდა. გორის „დილას“ პირველი მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს, გორელები „სამტრედიას“ მასპინძლობენ. თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, გორელი გულშემატკივრების ნაწილი მატჩის მიმდინარეობას თვალს სტადიონის გარე პერიმეტრიდან ადევნებს.
ამ დროისთვის ანგარიშია 1:1.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი 1-ელ მარტს დაიწყო და კორონავირუსის გავრცელების გამო, მხოლოდ ორი ტურის თამაშები გაიმართა.




კვირის ამბები