საზოგადოება
27.06.2020 13:21
გორს 30 ერთეული თანამდროვე, კომფორტული და გარემოსთვის უვნებელი ავტობუსი გადაეცემა

საქართველოს 6 მუნიციპალიტეტს 175 ერთეული თანამდეროვე, კომფორტული და გარემოსთვის უვნებელი ავტობუსი გადაეცემა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორისაა გორიც, რომლისთვისაც 30 ერთეული ავტობუსია გათვალისწინებული.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

სამინისტროში ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ეტაპობრივად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოს ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსების მოწოდება. პროექტის ფარგლებში გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემა.

კვირის ამბები