სპორტი
27.06.2020 12:48
ეროვნული ლიგის პირველ მატჩს „დილა“ დღეს გამართავს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის თამაშები ორი დღის წინ განახლდა.

გორის „დილას“ პირველი მატჩი დღეს, 21:00 საათზეა ჩანიშნული, გორელები „სამტრედიას“ უმასპინძლებენ. თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გაიმართება, თუმცა, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორის, გია ისიანის თქმით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ორჯერ უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, გუშინ კი, კიდევ ერთხელ მოხდა სტადიონის დეზინფექცია. „პანდემიის პერიოდში ორჯერ უკვე ჩატარდა სტადიონის დეზინფექცია, თუმცა, მათჩამდე ერთი დღიტ ადრე კიდევ ერთხელ განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები - სპეციალური ხსნარებით დამუშავდა გასახდელები, მსაჯების ოთახი, დელეგატების ოთახი, პრეს-ლოჟა, ანუ ის სივრცე, სადაც ჩემპიონატის დროს ხალხი იმოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი 1-ელ მარტს დაიწყო და კორონავირუსის გავრცელების გამო, მხოლოდ ორი ტურის თამაშები გაიმართა.

კვირის ამბები