საზოგადოება
26.06.2020 09:52
უკვე ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალქეებსაც 1-ლი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლება მიეცემათ

ბრიუსელში მაღალჩინოსნები დახურულ კარს მიღმა გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს უნდა მიეცეთ უფლება, რომ პირველი ივლისიდან, გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლით ისარგებლონ.

ბრიუსელის გადაწყველიტებაზე დეტალებს „ევრონიუსი“ აქვეყნებს.

ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, საქართველოც მოხვდა.

,,ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის უფლების მქონე ქვეყნების სიაში ვერ მოხვდებიან აშშ, რუსეთი, ბრაზილია.

ამ დროისთვის არსებული სიის თანახმად, ასე გამოიყურება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს 1-ლი ივლისიდან ევროპის ქვეყნებში შესვლის უფლება მიეცემათ: იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა - რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი.

არსებული სია, სავარაუდოდ, სამუშაო ვარიანტია და ევროპელი დიპლომატები საბოლოო ვერსიაზე დღეს შეთანხმდებიან, თუმცა, არსებული პროგნოზით, სიის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

 

კვირის ამბები