კულტურა
25.06.2020 15:43
ოლია ბრაგვაძე იუბილარია - ცნობილ ჟურნალისტსა და მწერალს 72 წელი შეუსრულდა
ცნობილ ჟურნალისტსა და მწერალს, ოლია ბრაგვაძეს 72 წელი შეუსრულდა. როგორც 13 წიგნის ავტორმა GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, წლების მატების მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობს და არაერთი სამომავლო გეგმა აქვს, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს. „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ვითვალისწინებ სახლში დარჩენის რეკომენდაციას და დღეს, რაიმე სახის ღონისძიება არ დამიგეგმავს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ქართველებს რიგი მიზეზების გათვალისწინებით, ვერავითარი სენი და დაავადება მოგვერევა. პირადად მე, ამ ჩაკეტილი პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვეწეოდი შემოქმედებით საქმიანობას და უამრავი მასალა დამიგროვდა, რომელსაც ერთგულ მკითხველს წლის ბოლომდე ვუსახსოვრებ. რაც შეეხება მორიგი ლიტერატურული ნაშრომის თემატიკას, გეტყვით, რომ ერთი კონკრეტული სახის არ იქნება. ახალ გამოცემაში სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს მოვუყრი თავს. როგორც უკვე გითხარით, წლების მატების მიუხედავად, მხნეობა და ხალისი არ დამიკარგავს და შესაბამისად უამრავი გეგმა მაქვს განსახორციელებელი“, - აღნიშნა ჟურნალისტმა და მწერალმა GMnews-თან საუბრისას. ოლია ბრაგვაძე 1948 წლის 25 ივნის დაიბადა. იგი, წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას. თანამედროვე ავტორი, ასევე, შესანიშნავად ქარგავს და არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი.
კვირის ამბები