რეგიონი
25.06.2020 12:43
შიდა ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი სკოლა შეემატება

შიდა ქართლში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას, მალე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ  ქვემო გომში მცხოვრები მოზარდებიც შეძლებენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა რომელიც სრულად აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობაზე, ჯამში,  2 360 000 ლარი გაიხარჯება და მოეწყობა გეგმით გათვალისწინებული 12 საკლასო ოთახი, 3 კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, დირექტორის და ექიმის კაბინეტები, სამასწავლებლო, მანდატურის ოთახი, ლიფტი და სანიტარული კვების ბლოკები, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ქვემო გომში არსებული ძველი სკოლის შენობა 1926 წელს არის აშენებული და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. არასაკმარისი საკლასო ოთახების გამო სკოლაში სწავლა ორ ცვლიანია.

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ახალი სკოლების მშენებლობა სოფელ კოდისწყაროში,  წინარეხსა და ხოვლეშიც მიმდინარეობს.

 

კვირის ამბები