საზოგადოება
25.06.2020 11:33
მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი ქვეყნის ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის გორსა და ქარელშიც დაიწყება

გორის, ქარელის, თეთრიწყაროს, გარდაბნის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება. აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება. ის შეეხება ხუთ მუნიციპალიტეტს - თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება და ამისთვის დაფინანსება უკვე გამოყოფილია. ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება. იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში,“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობას აქვს სამწლიანი გეგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს.

 

 

კვირის ამბები