საზოგადოება
24.06.2020 11:06
დევნილი ოჯახებისთვის გორსა და ქუთაისში დევნილთა სააგენტო 156 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინის შესყიდვა იგეგმება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 156 ახალაშენებული ბინიდან, 21 - ქალაქ გორში, 135 კი - ქუთაისში მდებარეობს.

„სამშენებლო კომპანიები, ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა. საკონკურსო პირობების თანახმად, დევნილთა სააგენტო ბინებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები