საზოგადოება
23.06.2020 10:47
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში კომბინატის დასახლებაში ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, გორგასლის ქუჩაზე, N5-სა და N6-ში მდებარე კორპუსებს შორის სარეკრეაციო სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება და ზემოხსნებეულ მისამართზე სკვერის მოწყობას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, სამუშაობის საერთო ღირებულება 50 977 ლარია და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკვერში საფეხმავლო ბილიკისა და გარეგანათების მოწყობა, ასევე, განთავსდება ატრაქციონები და დეკორატიული სკამები.

აღსანიშნავია, რომ გორგასლის ქუჩაზე N5-სა და N6-ში მდებარე კორპუსებს შორის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გასულ წელს ტრენაჟორებიც დამონტაჟდა. ამასთან, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზევე, წელს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში სკვერი მოეწყობა თარხნიშვილის ქუჩაზეც.

ცნობისთვის, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.

კვირის ამბები