რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ზაფხულში წყალი და რა დაავადებებს ავირიდებთ თავიდან მისი სწორი მიღებით
ზაფხულის პერიოდში, ტემპერატურის მატებასთან ერთად მედიკოსები მოსახლეობას დიდი ოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სითხის არასწორმა მიღებამ ადამიანის ჯანმრთელობას, პირიქით, შეიძლება ზიანიც მიაყენოს.
GMnews-ი გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა დანიშნულება აქვს და როგორ უნდა შევინარჩუნოთ წყლის ბალანსი ორგანიზმში.
წყალი ადამიანის ორგანიზმის 70 %-ს შეადგენს, იმ შემთხვევაში, თუ სხეულში წყლის დონე 20%- ით დაიკლებს ადამიანი დაიღუპება. ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ წვენი, ყავა, ჩაი და ა.შ წყლის კატეგორიას მიეკუთვნება. მედიკოსები კი, ამბობენ რომ ეს მოსაზრება მცდარია და მათი მიღებით ორგანიზმი წყლის კომპენაციას ვერ იღებს. წყურვილის დროს აუცილებლად წყალი უნდა მივიღოთ.
წესი პირველი: სასურველი და სავალდებულოა უზმოზე წყლის მიღება, რათა მოვაწესრიგოთ კუჭ ნაწლავის მდგომარეობა ახალი დღისთვის. წყალი, ასევე, უზრუნველყოფს ლორწოს წარმოქმნას, რომელიც აუცილებელია კუჭის კედლების დასაცავად.
წესი მეორე: მიიღეთ 1 ჭიქა წყალი უშუალოდ დაძინების წინ, რათა გამოირიცხოს ინფარქტის და სხვა გულის დაავადებების რისკები.
წესი მესამე: რეკომენდებულია წყლის მიღება კვებამდე 20-30 წუთით ადრე, ხოლო კვების შემდგომ 1,5-2 საათში.
ბევრი ადამიანი უშუალოდ კვების დროს სვამს წყალს და ეს ფაქტობრივად ჩვევაში აქვთ გადასული. ცოტამ თუ იცის, რამდენად საზიანოა მსგავსი ქმედება ჯანმთელობისთვის.
კვების დროს სითხის მიღება ანეიტრალებს კუჭის წვენის მოქმედებას და კუჭში მოხვედრილი საკვები რჩება გადაუმუშავებელი, რაც საერთო ჯამში საკვების ლპობას და არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ასევე, კუჭ-ნაწლავის დაავადებებსაც.
წყლის მიღება გაცილებით სასურველია შემდეგი დაავადებების დროს: კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი (მნიშვნელოვანია, ასევე, მათი თავიდან არიდების მიზნითაც).
ამიტომაც, სვით წყალი გამუდმებით, ხშირად! როდესაც მოგწყურდებათ, ჩათვალეთ, რომ მისი დალევა უკვე დააგვიანეთ. წყალი ორგანიზმს ინტენსიურად უნდა მიაწოდოთ და დაინახავთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვლება უკეთესობისკენ.