წასვლის ვალდებულება გადაუვადდებათ, - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო გაწვევა პროფესიული სასწავლებლების შემთხვევაში მნიშნელოვანი დაბრკოლებას წარმოადგენდა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის, წვევამდელები, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოპოვებული აქვთ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ვერ სარგებლობენ გაწვევის გადავადების უფლებით, რის გამოც მათ სწავლის პერიოდში უწყდებათ ან უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი. სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და უახლოეს მომავალში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლის ვალდებულება გადაუვადდებათ,“ - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ჯარში გაწვევის ვალდებულების გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი.