საზოგადოება
22.06.2020 12:40
გორში მდგრადი ენერგეტიკის დღეები დისტანციური ღონისძიებებით აღინიშნება
მდგრადი ენერგეტიკის დღეები გორში დისტანციური ღონისძიებებით აღინიშნება.
კამპანიის ფარგლებში, აქტივობები დღეიდან დაიწყება და 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
GMnews-ის ინფორმაციით, კვირეული კონკრეტულ თემაზე რამდენიმე სემინარს, ინტელექტუალურ თამაშსა და კონკურსს გააერთიანებს.
მდგრადი ენერგეტიკის დღეების ფარგლებში გამართული პირველი დისტანციური ატივობა 20:00 საათზე დაიწყება. ინტელექტუალური ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მე-5 შეხვედრისმთავარი თემა მდგრადი განვითარება იქნება. თამაშში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. თამაშის მონაწილეები გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდები არიანდა გორის მერიის ორგანიზებით შეირჩნენ.

ხვალ, 23 ივნისს დასრულდება ესეების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. ნამუშევრის თემა „მომავლის სახლია“. კონკურსის გამარჯვებულს კი, კომპეტენტური ჟიური 24 ივნისს გამოავლენს.

26 ივნისს18:00 საათზე დაიწყება დისტანციური სემინარი, რომლის თემაც იქნება „საქართველო და მდგრადი ენერგეტიკის განვითარება“. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. მსურველებმა, ღონისძიებაზე დასწრება უნდა დაადასტურონ 25 ივნისის ჩათვლით და სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, ორგანიზატორებს ელ ფოსტაზე:dimagogiashvilidima@gmail.com უნდა მიწერონ.
ამავე დღეს, 20:00 საათზე მდგრადი ენერგეტიკის დღეები კარლ პოპერის სტილში თემატური დებატით გაგრძელდება.
სხვა ღონისძიებების მსგავსად, აღნიშნულ აქტივობაშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-დან30 წლამდე ახალგაზრდებს. დებატებში მონაწილეობის მსურველები 25 ივნისის ჩათვლით, ორგანიზატორებს ზემოხსენებულ ელექტრონულ მისამართზე უნდა დაუკავშირდნენ ან დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკონ ნომერზე: 591 694 141
შერჩეულ კანდიდატები ღონისძიების ბმულს, პირად ელ.ფოსტებზე, რამდენიმე საათით ადრე მიიღებენ. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება.

ცნობისთვის, მდგრადი ენერგეტიკის დღეების ორგანიზება „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქების ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში.
კვირის ამბები