რეგიონი
22.06.2020 12:39
სურამის ციხის არქეოლოგიური შესწავლა განახლდა

განახლდა სურამის ციხის არქეოლოგიური შესწავლა. აღნიშნული არქეოლოგიური კვლევები შემდგომში ძეგლის კონსერვაცია/რესტავრაციის პროექტის მომზადების საფუძველი გახდება, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკის გვერდზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის - სურამის ციხის კომპლექსური რეაბილიტაცია დაიგეგმა.

უწყებამ სურამის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე  წინასარეაბილიტაციო ეტაპი გასული წლის შემოდგომით დაიწყო. პროექტის ფარგლებში ციხის შიდა ტერიტორიის 1000 კვ/მ ფართობზე მიწის 50 სმ-იანი ფენა მოიხსნა. ასევე, გაიწმინდა სასახლე და კოშკი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოებისთვის 30000 ლარი გაიხარჯება.

კვირის ამბები