გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობზე გალაკტიონის ხეივანი გაიხსნება. იდეა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელს ეკუთვნის. მარინა ჯალიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ 1964 წელს, გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ დაიბადა და მწერალმა ჯემალ ინჯიამ იმჟამინდელ ქალაქკომსაც მიმართა, რომ ქუჩის იმ მონაკვეთისთვის, სადაც კარალეთის სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში, ცნობილი პოეტი ყოველდღე დადიოდა, გალაკტიონის სახელი მიენიჭებინათ.
მაშინდელი ინიციატივა 55 წლის შემდეგ, „გორის დღე 2019“-ის ფარგლებში განხორციელდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება