ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებულ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა. კერძოდ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალისთვის
კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ეწეოდნენ ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.
ზემოხსენებული ფაქტი კი, უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს დაუკავშირდნენ ნომერზე: 2 299 299 ან მიწერონ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში, აწვდის შესაბამის ინფორმაცის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.