საზოგადოება
18.06.2020 16:51
დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი, ასეთ დროს საფრთხე არაფერს ემუქრება - ამირან გამყრელიძე

დღეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის სრულად მართვადი, ამიტომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს არაფერს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც სწავლას, - აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს 893 შემთხვევა. აქედან ხუთი არის ახალი და ხუთივეს წყარო დადგენილია. აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი - იმპორტირებული შემთხვევაა. ხუთივე მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ზოგადი დინამიკა აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში, ფიქსირდება ძირითადად იმპორტირებული შემთხვევები,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არჩევნების ჩატარების საფრთხეებთან დაკავშირებით, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს არაფერს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის არც სწავლას.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომელთაც აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები ეპიდემიისა და პანდემიის პერიოდში რა ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული.

კვირის ამბები