კულტურა
18.06.2020 15:59
შიდა ქართლში არსებული სახელოსნოების პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით მედიატური მოეწყო

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის კამპანიის - „აღმოაჩინე შენი ქვეყნის მემკვიდრეობა“ ფარგლებში, ტურისტული სექტორის, მედიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კულტურული ტური მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორებმა, შიდა ქართლში არსებული სახელოსნოების პოპულარიზაციისა და  ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე, წარუდგინეს ტურისტული გზამკვლევიც, სადაც ოცდაათი ადგილობრივი სახელოსნოს სერვისების შესახებ ინფორმაციია დატანილი.

 

ტურის დასკვნით ნაწილი,  გორში, გიორგი ტატულაშვილის მოჭიქული კერამიკის სახელოსნო-მუზეუმში გაიმართა. თიხის ოსტატმა, USAID ზრდა პროექტის მიერ დაფინანსებული „შიდა ქართლის სახელოსნოების გზამკვლევის“ პრეზენტაციის შემდეგ, დაინტერესებულ პირებს, კერამიკული ნაწარმის საგვარეულო ისტორია გააცნო.  

 

როგორც ტატულაშვილმა სტუმრებს განუცხადა, მისი გვარი ერთადერთია შიდა ქართლში, რომელიც აღნიშნული საქმიანობითაა დაკავებული. ხელობა წინაპრებისგან ისწავლა. ხალხურ კერამიკაზე მუშაობდნენ მისი ბაბუა და მამა. უძველესი ტექნოლოგიებით შესრულებული მოჭიქული კერამიკის ნამუშევრები კი, უცხოელებისა თუ ადგილობრივების მხრიდან ინტერესმოკლებული არასოდეს ყოფილა.

შეგახსენებთ, თიხის თანამედროვე ოსტატი, გიორგი ტატულაშვილი, რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია რომელიც წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციას აგრძელებს.

გორის კერამიკული ნაწარმი განსაკუთრებით ცნობილი იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. შუაგულ ქართლში მზადდებოდა როგორც ყვითელ, ასევე, მოიასამნისფერო ჭიქურზე მწვანე საღებავებით მოხატული თიხის ჭურჭელი და ორნამენტული ფიგურები.

კვირის ამბები